Yudit კონფიგურაციის ფაილები
(ასომთვრული, ნუსხური, მხედრული)

პროგრამა Yudit არის უნიკოდ ედიტორი. მუშაობს როგორც Windows ასევე
UNIX, LINUX, MAC OSX სისტემებზე.

პროგრამა განსააკუთრებულია იმით რომ მომხმარებელს არ სჭირდება
კლავიატურის გადამრთველი. სხვადასხვა ენაზე ტექსტის შეტანის
შესაძლებლობა დევს თავად პროგრამაში.

ორიგინალში პროგრამას მოჰყვება ქართულის შეტანის ორი ფაილი.
ორივე უზრუნველყოფს მხედრული ტექსტის შეტანას.

ქვემოთ მოყვანილ პაკეტში:
ა) არის მხედრულის შეტანის განსხვავებული წესი(ე.წ. ტრანსლიტერაციული)
ბ) დამატებულია ნუსხური და ასომთვრული
გ) ნუსხურის და ასომთვრულის შეტანა ხდება ზუსტად ისევე როგორც მხედრულის

ტრანსლიტერაცია და ქართული

ქართული ტრანსლიტერაციისთვის არ არსებობს ერთიანი სტანდარტი.
პაკეტში გამოყენებულია შემდეგი:

a ა             k კ                 t ტ              dz ძ              q1 ჴ     
b ბ             l ლ                u   უ           w წ               o1 ჵ     
g გ             m მ               f  ფ             tch ჭ             f1 ჶ     
d  დ          n ნ                 q  ქ             x ხ                y1 ჷ    
e ე             o ო                gh  ღ          j ჯ                e1 ჸ    
v ვ             p პ                y ყ              h ჰ                 g1 ჹ
z ზ            zh ჟ,             sh შ             e0 ჱ              l1 ჺ       
th თ         r რ                ch ჩ            i1 ჲ   
i ი              s ს                 c ც              w1 ჳ   

ანალოგიურია ნუსხური. ასემოთვრულის შემთხვევაში კი გამოყენებულია მთვრული ლათინური.

პაკეტის გამართვა

გადაიტვირთეთ yudit.tgz

Windows 7  სისტემისთვის გახსენით და ჩაწერეთ
Users/Username დირექტორიაში (დირექტრორია .yudit დიახ უნდა იყოს წერტილიანი)

UNIX/LINUX სისტემებისთვის გახსენით და ჩაწერეთ
$HOME დირექტორიაში

ქართულის გამოყენება

მონიშნეთ თრუტაიპი ფონტებში.
დააწკაპუნეთ გვერდით ღილაკზე
აირჩიეთ Georgian(მხედრულ ასომთვრული), Georgian-k(ნუსხურ
ასომთვრული) რომელ ღილაკებზე გსურთ რომ იყოს აქტიური (მაგ. F3,F4).

სხვადასხვა ენაზე გადართვა ხდება F1...F12 ღილაკებზე დაჭერით
სურათზე მოყვანილ მაგალითში:
F3 გადართვს ასომთვრულ(შეტანა shift ღილაკის გააქტიურებით) მხედრულზე
F4 გადართვს ასომთვრულ(შეტანა shift ღილაკის გააქტიურებით) ნუსხურზე